კულინარია

თევზი ნიგვზის საწებლით

№36

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.09

თევზი ნიგვზის საწებლით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 500 გრამი თევზი

🔸 1,5 ჭიქა გატარებული ნიგოზი

🔸 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი

🔸 ნახევარი კონა ქინძი

🔸 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი

🔸 მწიკვი წითელი წიწაკა

🔸 მარილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თევზს მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეთში. შეგიძლიათ, წინასწარ ფქვილში ამოავლოთ და ისე შეწვათ. ნიგოზი, ნიორი, ქინძი, ხახვი და სანელებლები აურიეთ და ათქვიფეთ ბლენდერში. თანდათან დაუმატეთ ანადუღარი, ცივი წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. შემწვარ თევზს დაასხით სოუსი, გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში და ისე მიიტანეთ სუფრაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა