კულინარია

თევზი ნიგვზიან ქინძმარში

№8

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.03

თევზი ქინძმარში
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი თევზი

🔸 1 ჩაის კოვზი სურნელოვანი პილპილის მარცვლები

🔸 1 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 2 კონა ქინძი

🔸 0,5 ჭიქა დაფქული ნიგოზი

🔸 0,4 ჭიქა თეთრი ძმარი

🔸 1 კბილი ნიორი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და წამოადუღეთ. დაუმატეთ მარილი და ჩააწყვეთ თევზის ნაჭრები. ადუღეთ რამდენიმე წუთი და ამოიღეთ ლანგარზე. ქინძი, ნიგოზი, ნიორი, ძმარი და 1 ჭიქა თევზის ბულიონი, ბლენდერით ათქვიფეთ. თუ მასა სქელი იქნება, ბულიონით გაათხელეთ, სურვილისამებრ შეურიეთ მარილი. მომზადებულ სოუსში ჩააწყვეთ თევზის ნაჭრები და გააცივეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული