კულინარია

თევზი მაიონეზისა და ნიგვზის სოუსში

№9

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.03

თევზი ნიგვზის სოუსში
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ცალი სკუმბრია

🔸 200 გრამი ნიგოზი

🔸 1,5 ჩაის კოვზი უცხო სუნელი

🔸 0,5 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი

🔸 1 ჩაის კოვზი ზაფრანა

🔸 200 გრამი მაიონეზი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 ნახევარი კონა ნედლი ქინძი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 ფქვილი – ამოსავლებად

🔸 ცოტა ნიგვზის ზეთი ზემოდან მოსასხმელად

🔸 წიწაკა და მარილი - გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თევზი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, დაჭერით სასურველ ზომებად, მოაყარეთ მარილი, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში. გატარებული ნიგოზი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ზაფრანა, მარილი და წიწაკა, ნედლი ქინძი, ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ, დაუმატეთ მაიონეზი, გახსენით გადადუღებულ და გაცივებულ წყალში, სასურველ სისქეზე. მასში ჩაალაგეთ გაგრილებული თევზი და ზემოდან მოასხით ნიგვზის ზეთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა