თევზი კარტოფილის ქურქში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.08, 2021 წელი
თევზის მოყვარულებს „თბილისელები“ უგემრიელეს რეცეპტს გიზიარებთ:
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 6 ნაჭერი თევზის ფილე
🔸 8 ცალი კარტოფილი
🔸 70 გრამი მაგარი ყველი
🔸 2 კვერცხის ცილა
🔸 6 სადილის კოვზი ფქვილი, ცოტა მარილი, შავი პილპილი, 200 მილილიტრი ზეთი.
მომზადების წესი:
ერთ ფიალაში მოათავსეთ ფქვილი და მარილი. აურიეთ. მეორე ფიალაში მოათავსეთ გახეხილი კარტოფილი, ყველი, კვერცხის ცილა და ცოტა შავი პილპილი.
თევზის ფილე ჯერ ამოგანგლეთ ფქვილში. შემდეგ გახეხილ კარტოფილში და შეწვით ცხელ, ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან. ძალიან ძლიერი ცეცხლი საჭირო არ არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან