კულინარია

თევზი ბოსტნეულით

№36

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

თევზი ბოსტნეულით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸600 გრამი თევზი (ნებისმიერი, თეთრი)

🔸1 თავი ხახვი (დიდი)

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 2 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 5 ცალი, პომიდორი (2 დიდი ან 5 პატარა)

🔸 1 ჩაის კოვზი ტკბილი პაპრიკა

🔸 1 ჩაის კოვზი აჯიკა

🔸 0.5 ჩაის კოვზი დარიჩინი

🔸 წიწაკა ჩილი (გემოვნებით)

🔸 150 მილილიტრი ბულიონი

🔸 1 ჩაის კოვზი მარილი

🔸 1 ჩაის კოვზი შავი პილპილი

🔸 1/4 კონა ოხრახუში, 1/4 კონა ქინძი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი, ნიორი და წიწაკა დაჭერით კუბიკებად. გაცხელებულ ზეთში მოშუშეთ ხახვი 5 წუთი, შემდეგ დაუმატეთ ნიორი, 2 წუთში კი – ბულგარული წიწაკა და კიდევ 5 წუთი მოშუშეთ. დაუმატეთ სანელებლები და აურიეთ. დაამატეთ პომიდორი, დაასხით ბულიონი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოშუშეთ 10–15 წუთის განმავლობაში. ჩააწყვეთ თევზის ფილე, დაახურეთ თავსახური და ხარშეთ 10–12 წუთი.

ზემოდან მოაყარეთ ქინძი, ოხრახუში და მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა