კულინარია

თევზი ბოსტნეულით

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.11

თევზი ბოსტნეულით
დაკოპირებულია

თევზის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 700 გრამი თევზის ფილე (2 მოზრდილი ნაჭერი)

🔸 1 კვერცხი

🔸 50 მილილიტრი სოიის სოუსი

🔸 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 2 სადილის კოვზი ფქვილი

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში

🔸 200 გრამი ყაბაყი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 ცალი წითელი ხახვი

🔸 150 გრამი ბროკოლი

🔸 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფილე დაანაწევრეთ 3 სანტიმეტრის სიგანის ნაჭრებად, მოათავსეთ თასში, მოასხით სოიის სოუსი და ფრთხილად აურიეთ. ჩაუმატეთ კევრცხი და კარგად აურიეთ. გააჩერეთ 15-20 წუთი.

ცალკე მოამზადეთ ბოსტნეული – ყველაფერი გაასუფთავეთ და დაჭერით, ბროკოლი ჩაყარეთ წყალში და 3 წუთით აადუღეთ, ოდნავ რომ მოიხარშოს. შემდეგ დაწურეთ თუშფალანგზე. შემდეგ სქელძირიან ქვაბში ჩაასხით ზეთი და მაღალ ცეცხლზე სწრაფად მოშუშეთ ბოსტნეული. ცოტა სოიის სოუსიც მოასხით და აურიეთ, შუშეთ 15 წუთი.

ამოიღეთ მარინადიდან თევზის ნაჭრები და სათითაოდ ამოგანგლეთ ფქვილში, დაასხით ცხელ ტაფაზე ზეთი და შებრაწეთ მასში ორივე მხრიდან. აიღეთ ლამაზი ლანგარი, ჯერ მოათავსეთ ბოსტნეული, ზემოდან დაალაგეთ თევზის ნაჭრები, ბოლოს მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა