კულინარია

თევზი ბოსტნეულით

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.11

თევზი ბოსტნეულით
დაკოპირებულია

თევზის გემრიელი კერძი „თბილისელებისგან“ 👇

 

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 700 გრამი (ორი მოზრდილი ნაჭერი) თევზის ფილე

🔸 4 კვერცხი

🔸 50 მილილიტრი სოიის სოუსი

🔸 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 2 სადილის კოვზი ფქვილი

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში.

ბოსტნეული: 200 გრამი ყაბაყი, 1 ცალი სტაფილო, 1 ცალი წითელი ხახვი, 150 გრამი ბროკოლი, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 50 მილილიტრი სოიის სოუსი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფილე დაჭერით 3 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად, ჩააწყვეთ თასში და მოასხით სოიის სოუსი, ჩაახალეთ კვერცხი და აურიეთ ხელით. გააჩერეთ 10-12 წუთი.

ბოსტნეული დაჭერით. ბროკოლი 3 წუთით მოათავსეთ მდუღარეში და დაწურეთ თუშფალანგზე. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით ზეთი, ჩაშუშეთ მასში ბოსტნეული, მოასხით სოიის სოუსი და აურიეთ. შუშეთ 15 წუთი.

თევზის ნაჭრები სათითაოდ ამოგანგლეთ ფქვილში, შებრაწეთ ყველა მხრიდან ზეთიან ტაფაზე. ბოსტნეული გადმოიღეთ ლამაზ ლანგარზე, დაალაგეთ მასზე შემწვარი თევზი. ძალიან უხდება ზემოდან მოყრილი, მსხვილად დაჭრილი ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი