კულინარია

თევზი ბოსტნეულით

№43

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.11, 2021 წელი

თევზი ბოსტნეულით
დაკოპირებულია

გემრიელი კერძის რეცეპტს „თბილისელები“ გიზიარებთ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 700 გრამი ორა­გულის ფილე

🔸 3 თავი ხახვი

🔸 2 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 1 სტაფილო, 2 კბილი ნიორი, 2 ცალი პომიდორი

🔸 1 სადილის კოვზი არაჟანი, მარილი, სუნელი

🔸 ზეთი, ლიმონის წვენი, პილპილი, მწვანილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი, ბულგარული წიწაკა და ნიორი წვრილად დაჭერით. სტაფილო გა­ხეხეთ. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი და მო­შუშეთ ბოსტნეული. მოაყარეთ წვრილად დაჭ­რილი, კანგაცლილი პომიდორი და მწვანილი. ჩაშუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. მოასხით არაჟანი. უყავით მარილი და პილპილი.

გამოსაცხობ ფორმაში ჩაალაგეთ თევზის ნაჭრები. მოაყარეთ ცოტა მარილი, პილპილი, სუნელი. მოასხით ცოტა ლიმონის წვენი. ზემოდან წაუსვით ბოსტნეულის ფენა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 35-40 წუთის განმავლობაში. უგემრიელესია.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა