კულინარია

თბილი სალათა ქათმის ღვიძლით

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.11, 2023 წელი

სალათა ქათმის ღვიძლით
დაკოპირებულია

მარტივი და გემრიელი სალათის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 60 გრამი მდნარი ყველი

🔸 400 გრამი ქათმის ღვიძლი

🔸 ნახევარი თავი ხახვი

🔸 1 საშუალო ზომის სტაფილო

🔸 ნახევარი წითელი ბულგარული წიწაკა

🔸 1 კბილი ნიორი, 4 სადილის კოვზი ზეთი

🔸 2 ძირი მწვანე ხახვი

🔸 2 ცალი მჟავე კიტრი

🔸 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 მარილი, შავი პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაჭერით ხახვი წვრილად, ბულგარული წიწაკა – გრძელ, წვრილ ჩხირებად, ნიორი კი – ძალიან პატარა კუბიკებად. სტაფილო გახეხეთ. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი და მოშუშეთ მასზე ხახვი და სტაფილო. რამდენჯერმე აურიეთ, დაუმატეთ ბულგარული წიწაკა და ძლიერ ცეცხლზე სწრაფად მოშუშეთ. ცეცხლს ცოტა დაუკელით, დაუმატეთ ნიორი, ცოტა ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და აურიეთ. ბოსტნეული ძალიან არ უნდა დარბილდეს. გადმოიღეთ თასში და იმავე ტაფაზე მოხრაკეთ მსხვილად დაჭრილი ქათმის ღვიძლი. კარგად რომ შეიბრაწება, მოასხით სოიის სოუსი და აურიეთ. სოუსი ცოტა რომ შეშრება, გადმოდგით. ცხელ ღვიძლს წაუსვით მდნარი ყველი და აურიეთ ძალიან კარგად, რომ ყველი სულ გადნეს. ბოსტნეული და ღვიძლი აურიეთ ერთმანეთში, მოაყარეთ წვრილ ჩხირებად დაჭრილი მჟავე კიტრი, სულ ბოლოს კი – წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. მიირთვით თბილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა