თბილი სალათა ღვიძლით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.05

ინგრედიენტები:
🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 200 გრამი ქათმის ღვიძლ
🔸 4 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
🔸 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი
🔸 ნახევარი თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი
🔸 1 ჩაის კოვზი დაფქული ხმელი ქინძი
🔸 დაფქული პილპილების მიქსი – გემოვნებით
🔸 მწვანე ხახვი – სურვილისამებრ
🔸 100 გრამი ქამა სოკო.
მომზადება 👩🍳
კანიანად მოვხარშოთ კარგად გარეცხილი კარტოფილი. ქათმის ღვიძლი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და დავასხათ სოიის სოუსი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ხმელი ქინძი და კარგად ავურიოთ, დავტოვოთ მარინადში 20 წუთი.
ცხელ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი, დავამატოთ თხლად დაჭრილი ხახვი და დაჭრილი ქამა სოკო. მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ მოოქროსფრდება. ჩავამატოთ ოდნავ გაწურული ღვიძლი და განვაგრძოთ მოვშუშვა 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავასხათ დარჩენილი მარინადი და ვშუშოთ კიდევ 5 წუთით,
ოდნავ გაციებული კარტოფილი გავფცქვნათ, დავჭრათ რგოლებად და ლამაზად დავალაგოთ თეფშზე. ზემოდან კი მოვათავსოთ შემწვარი ღვიძლი წვენით. ბოლოს მოვაყაროთ დაფქული პილპილების ნაზავი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან