კულინარია

თბილი სალათა ღვიძლით

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.09

თბილი სალათა
დაკოპირებულია

გემრიელი სალათის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸200 გრამი ქათმის ღვიძლი

🔸 4 ცალი კარტოფილი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 ნახევარი თავი ხახვი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 1 ჩაის კოვზი კორიანდრი

🔸 100 გრამი ქამა სოკო

🔸 შავი და თეთრი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

კარტოფილი კარგად გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ. ქათმის ღვიძლი გაასუფთავეთ და კარგად გარეცხეთ, დაჭერით და დაასხით სოიის სოუსი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, კორიანდრი, აურიეთ და გააჩერეთ 20 წუთი. ძალიან ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი, ჯერ მოშუშეთ მასზე ხახვი, შემდეგ დაუმატეთ სოკო და კარგად მოხრაკეთ. ჩაუმატეთ მარინადიდან ამოღებული ქათმის ღვიძლი და განაგრძეთ მოშუშვა კიდევ 5 წუთი, შეაგემეთ მარილითა და პილპილით. შემდეგ დაასხით ღვიძლიდან მორჩენილი მარინადი და შუშეთ კიდევ კიდევ 5 წუთი. მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით ფირფიტებად, დაალაგეთ ლანგარზე, ზემოდან მოათავსეთ მოხრაკული ღვიძლი და სოკო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა