კულინარია

თბილი სალათა ჭარხლითა და სოკოთი (სამარხვო)

№32

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.08

სოკო
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 200 გრამი ქამა სოკო

🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 შავი პილპილი

🔸 მარილი – გემოვნებით, ოხრახუში.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჭარხალი მოხარშეთ და დაჭერით კუბებად, ხახვი – ძალიან წვრილად და ერთად მოშუშეთ მცირე რაოდენობის ზეთში, ძალიან დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში, პატარა თასში ერთმანეთში შეურიეთ სოიის სოუსი, ლიმონის წვენი, დაქუცმაცებული ნიორი, შავი პილპილი, მარილი და ეს სოუსი მოასხით ხახვს და ჭარხალს, შემდეგ დაუმატეთ სოკო, კარგად აურიეთ და მოშუშეთ კიდევ 2-3 წუთი. მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა