„ტარტალეტკები“ მარწყვით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
ცომი – 120 გრამი კარაქი, 50 გრამი შაქარი, 1 სადილის კოვზი ლიმონის ცედრა, 1 სადილის კოვზი ჩია, სულ ცოტა მარილი, 150 გრამი ფქვილი.
კრემი – 350 გრამი მდნარი ყველი, 3 სადილის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, შაქრის პუდრა, პიტნის ფოთლები და მარწყვი თქვენთვის სასურველი რაოდენობით.
მომზადების წესი 👩🍳
შაქარი აქციეთ პუდრად, შემდეგ კარგად ათქვიფეთ დარბილებულ კარაქთან ერთად, შეურიეთ ლიმონის ცედრა, დაუმატეთ ფქვილი, 1 სადილის კოვზი ჩია, აურიეთ და აქციეთ ფხვიერ ცომად, ეს ცომი ჩატკეპნეთ ტარტალეტკის 6 ცალ ფორმაში, გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ აირღუმელში, 200 გრადუსზე. 15 წუთი საკმარისია.
მოამზადეთ კრემი: მდნარი ყველი ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან, თაფლთან და ლიმონის წვენთან ერთად.
მარწყვი და პიტნის ფოთლები გარეცხეთ და შეაშრეთ. მარწყვები სათითაოდ გაჭერით შუაში.
ტარტალეტკებს წაუსვით კრემი, მორთეთ დაჭრილი მარწყვით და პიტნის ფოთლებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან