კულინარია

ტარხუნის ღვეზელი

№18

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.05

ტარხუნის ღვეზელი
დაკოპირებულია

ინგრედიენტები: 

შიგთავსისთვის – 200 გრამი ტარხუნა, 4 კვერცხი, 4 თავი ხახვი, მარილი და პილპილი – გემოვნებით. ცომისთვის – 1 ჩაის კოვზი სოდა, 200 გრამი გამდნარი კარაქი, 1 კვერცხი, 400 მილილიტრი მაწონი, პურის ფქვილი – რასაც შეიზელს.

მომზადება 👩‍🍳

ტარხუნა დაჭერით წვრილად, შეურიეთ მაგრად მოხარშული დაჭრილი კვერცხი, დაუმატეთ ცხიმში მოშუშული, წვრილად დაჭრილი ხახვი, შავი პილპილი და მარილი.

მაწონს შეურიეთ კვერცხი, გამდნარი კარაქი და იმდენი პურის ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი ცომი. ზელის პერიოდში შეაზილეთ სოდა. ცომი გაყავით ორ ნაწილად, გააბრტყელეთ ერთი ფენა, მოათავსეთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფირფიტაზე, მოაყარეთ გამზადებული ტარხუნის მასა, დააფარეთ ცომის მეორე ფენა, შემოუკეცეთ გვერდები. გამოაცხვეთ აირღუმელში, საშუალო ცეცხლზე, სრულ მზაობამდე. ცხელ ღვეზელს ზემოდან გადაუსვით ცოტა კარაქი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა