კულინარია

თაფლიანი ღვეზელი ვაშლითა და ნუშით

№44

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.11, 2022 წელი

თაფლიანი ღვეზელი
დაკოპირებულია

თაფლიანი  გემრიელი ღვეზელის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 4 სადილის კოვზი თაფლი

🔸2 სადილის კოვზი კარაქი

🔸 3 კვერცხი, ნახევარი ჭიქა შაქარი

🔸 1 ჭიქა ფქვილი

🔸 1 სადილის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი

🔸 1 ჭიქა შვრიის ფანტელი

🔸3 ცალი ვაშლი

🔸ნახევარი ჭიქა ქიშმიში

🔸 ნახევარი ჭიქა ნუში

🔸 ნახევარი სადილის კოვზი შაქრის პუდრა

🔸 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თაფლი და კარაქი ასრისეთ ერთად ცხელი წყლის აბაზანაზე. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. ფქვილში შეურიეთ გამაფხვიერებელი. შემდეგ დაუმატეთ შვრიის ფანტელი და კიდევ აურიეთ. ჩაუმატეთ თაფლიანი მასა. აურიეთ ძალიან კარგად და მოზილეთ ცომი. ვაშლი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად. ქიშმიში კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. შეურიეთ ქიშმიშში დაჭრილი ნუში და ვაშლი. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ჩაასხით მასში ცომი (ცოტა მოიტოვეთ). ზედაპირი მოუსწორეთ და მოაყარეთ ქიშმიშიანი მასა. მოასხით დარჩენილი ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში. მზა ღვეზელი გამოიღეთ. შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი ასრისეთ ძალიან კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოასხით ღვეზელს და მოაყარეთ ფირფიტებად დაჭრილი ნუში.


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა