ტაილანდური თევზის კატლეტები
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ინგრედიენტები (კატლეტებისთვის):
🔸 800 გრამი თევზის ფილე
🔸 50 გრამი ბრინჯი
🔸 2 კვერცხის ცილა
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი ბაზილიკი
🔸 2 სადილის კოვზი მზესუმზირის ზეთი
🔸 ქინძი და დაფქული შავი პილპილი – გემოვნებით.
სოუსისთვის: 200 მილილიტრი ახალი პომიდვრის წვენი, 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 2 კბილი ნიორი, 1 სადილის კოვზი თაფლი, 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 1 ჩაის კოვზი დაფქული კორიანდრი.
მომზადება: აირჩიეთ თევზი (სასურველია ცხიმიანი) და გაასუფთავეთ. მოაცალეთ ფხები, დაჭერით ფილეებად და ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცის მანქანაში. ბრინჯი მოხარშეთ ნახევრად და შეურიეთ ფარშს. დაამატეთ დაჭრილი ქინძი, ხმელი ბაზილიკი, პილპილი, კვერცხის ცილა და სოიის სოუსი. ყველაფერი კარგად აურიეთ და 15 წუთით მოათავსეთ მაცივარში დასამარინადებლად.
მოამზადეთ სოუსი: დააბლენდერეთ წიწაკა და ნიორი, შეურიეთ პომიდვრის წვენი, თაფლი, სოიის სოუსი და კორიანდრი. ფარშისგან სველი ხელით გააკეთეთ ბურთის ფორმის კატლეტები. შეწვით ზეთში მაღალ ტემპერატურაზე ორივე მხრიდან, ისე, რომ ოქროსფერი ქერქი გაუჩნდეს. დაასხით მომზადებული სოუსი და ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთით.
ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და მიირთვით ცხლად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან