კულინარია

„სურნელოვანი“ მაკარონი (სამარხვო)

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.12, 2025 წელი

სურნელოვანი მაკარონი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 400 გრამი მაკარონი

🔸 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო

🔸 2 საშუალო ზომის ხახვი

🔸 6-8 კბილი ნიორი

🔸 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი

🔸 მარილი, სანელებლები გემოვნებით

🔸 500 მილილიტრი მდუღარე წყალი.

მომზადების წესი 👩‍🍳

სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად. ნიორი – წვრილად. ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი. მოშუშეთ ხახვი ოქროსფრამდე. დაამატეთ სტაფილო და განაგრძეთ მოშუშვა, შემდეგ დაუმატეთ ნიორი. ჩაყარეთ უმი მაკარონი და აურიეთ. მერე დაასხით მდუღარე წყალი, მარილი და სანელებლები. დააფარეთ თავსახური და ხარშეთ 5 წუთი. შემდეგ ახადეთ და მუდმივი მორევით კიდევ 3–5 წუთი ხარშეთ. კარგად რომ ჩაიშუშება, მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი