კულინარია

სუპ-ხარჩო წითელი ტყემლით

№40

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.10, 2023 წელი

სუპ-ხარჩო
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 კილოგრამ-ნახევარი საქონლის ცხიმიანი ხორცი

🔸 2 თავი ხახვი

🔸 2,5 ჭიქა ბრინჯი

🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 1 სადილის კოვზი ხარჩოს სუნელი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 500 გრამი პომიდორი

🔸 1 კონა ქინძი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 ჭიქა წითელი ტყემალი

🔸 ცხარე წიწაკა და მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცი დაჭერით, დაფნის ფოთოლთან ერთად მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით მოსახარშად. დუღილის პროცესში მოქაფეთ. დაჭერით ხახვი, დაკეპეთ ნიორი და მოშუშეთ ცხიმში, რაც ხორცის ხარშვისას ბულიონს თავზე მოადგება (ან ზეთში). ხახვსა და ნიორს დაუმატეთ კანგაცლილი დაჭყლეტილი პომიდორი, ცხარე წიწაკა და განაგრძეთ მოშუშვა.. როცა ხორცი თითქმის მოიხარშება, ამოიღეთ დაფნის ფოთოლი, დაუმატეთ ხარჩოს სუნელი, გარეცხილი ბრინჯი და ადუღეთ ბრინჯის მომზადებამდე. შემდეგ დაუმატეთ ტყემალი, მოშუშული ხახვისა და პომიდვრის მასა, შეაგემეთ მარილით და ადუღეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა