კულინარია

სწრაფი პიცა ფენოვანი ცომით თაკო აბაშიძისგან

№5

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.02

თაკო აბაშიძე
დაკოპირებულია

თაკო აბაშიძე საყვარელი კერძის რეცეპტს „თბილისელებს“ უზიარებს 👇

ჭამაც მიყვარს, კეთებაც და ყველაფერი კარგად გამომდის. სულ ვამბობდი, ცხობა არ ვიცი, თუმცა, რომ მოვინდომო, ესეც გამომივა-მეთქი. ვცადე კიდეც და გამომივიდა – ცომი ვიყიდე და 20 წუთში უგემრიელესი პიცა გამოვაცხვე (იცინის). ვამზადებ კარგ, ხორციან კერძებს, სალათებს, ნებისმიერ ანტიფრონცკულ საჭმელს. თავადაც ხორცეული და სალათები მიყვარს. არ მიყვარს ტკბილეული. დიეტაზე არ ვარ, უბრალოდ, ღამით კვებას ვერიდები. შემიძლია, შემოგთავაზოთ გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი პიცა ფენოვანი ცომით, რომელიც კარგად ანაყრებს და თან, მსუბუქი მისართმევია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸100 გრამი სულგუნი ან სხვა რბილი ყველი

🔸 6 ცალი ლორის ნაჭერი

🔸 10 ცალი უკურკო ზეთისხილი

🔸 3 ცალი პომიდორი

🔸 300 გრამი მზა ფენოვანი ცომი

🔸 ცოტა ბაზილიკი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ, ზედ დააწყვეთ ლორის ნაჭრები, თხლად დაჭრილი პომიდორი, შემდეგ – ყველის თხელი ნაჭრები და ზეთისხილი. მოაყარეთ ბაზილიკი და გამოაცხვეთ 250 გრადუსზე, გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული