სტაფილოსა და კიტრის ჯანსაღი სალათა არაჟნით ნუკი კოშკელიშვილისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.10, 2023 წელი

ნუკი კოშკელიშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს“ უზიარებს 👇
გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელი საკვები და თავადაც გემრიელ კერძებს ვამზადებ. ვცდილობ, წონაში არ მოვიმატო და უპირატესობას ჯანსაღ საკვებს ვანიჭებ. ცომეულს ვერიდები და ვცდილობ, სწორი კვებით შევინარჩუნო სასურველი წონა და თუ მოვიმატე, ასევე, სწორი კვებით დავიკლო ზედმეტი კილოგრამები. ჟურნალ „თბილისელების“ ერთგულ მკითხველს შევთავაზებ სტაფილოსა და კიტრის ჯანსაღ და ბიუჯეტურ სალათას, რომელიც ადვილად ანაყრებს და არც წონაში მომატება გემუქრებათ.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸300 გრამი სალათის ფურცლები
🔸 150 გრამი კიტრი
🔸 150 გრამი სტაფილო
🔸 3 სადილის კოვზი არაჟანი
🔸 მწვანილების მიქსი
🔸 მარილი, ხახვი და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ბოსტნეული დაჭერით სასურველ ზომებად, სალათის ფურცლები ხელით დააქუცმაცეთ და ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ. დაამატეთ არაჟანი, წვრილად დაჭრილი ხახვისა და მწვანილების მიქსი, მარილი, შავი პილპილი, ამოურიეთ და ჯანსაღი სალათაც მზადაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან