კულინარია

სტაფილოს საზაფხულო სალათა

№29

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.08, 2025 წელი

სტაფილოს სალათა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 2 ცალი სტაფილო

🔸 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი

🔸 1 კონა ოხრახუში, 1 კონა კამა

🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 1 სადილის კოვზი მაიონეზი

🔸 ზეითუნის ზეთი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

სტაფილო მსხვილად გახეხეთ, დაუმატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მოაყარეთ ცოტა მარილი და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ კარგად გაწურეთ, შეურიეთ დანაყილი ნიორი, დაკეპილი მწვანილი, არაჟანი, მაიონეზი და პილპილი. სუფრაზე გატანის წინ, სალათას ზემოდან მოასხით ზეითუნის ზეთი თქვენი გემოვნებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი