კულინარია
სტაფილოს სალათა
№38
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 ცალი სტაფილო
🔸1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი
🔸 ნახევარი კონა ოხრახუში
🔸 ნახევარი კონა კამა
🔸 1 სადილის კოვზი არაჟანი
🔸 1 სადილის კოვზი მაიონეზი
🔸 1 პატარა მწვანე წიწაკა
🔸 ზეითუნის ზეთი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
სტაფილო მსხვილად გახეხეთ, დაუმატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მოაყარეთ ცოტა მარილი და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ კარგად გაწურეთ და დაუმატეთ დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, არაჟანი, მაიონეზი, პილპილი, მარილი და აურიეთ. ზეითუნის ზეთში შეურიეთ წვრილად დაკეპილი მწვანე წიწაკა და მოასხით სალათას სუფრაზე გატანის წინ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან