სტაფილოს ნამცხვარი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.04, 2024 წელი

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 380 გრამი გახეხილი სტაფილო
🔸 250 გრამი ფქვილი
🔸 2 სადილის კოვზი გამაფხვიერებელი
🔸 250 გრამი შაქარი, 1 სადილის კოვზი დარიჩინი
🔸 250 მილილიტრი რაფინირებული ზეთი
🔸 4 კვერცხი
🔸 200 გრამი დაფქული ნუში
🔸 300 გრამი კრემყველი
🔸 100 გრამი შაქრის პუდრა
🔸 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
🔸 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
მომზადების წესი 👩🍳
კვერცხი, შაქარი, დარიჩინი და ზეთი კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ ნუში და სტაფილო, შემდეგ – ფქვილი, გამაფხვიერებელთან ერთად. ცომი მოათავსეთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე, გახურებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში. სანამ ნამცხვარი გაცივდება, კრემყველს შეურიეთ ლიმონის წვენი, დაუმატეთ შაქრის პუდრა, ვანილი და წაუსვით გაგრილებულ ნამცხვარს. გააფორმეთ შაქრის მოსართავებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან