სტაფილოს კექსი ლიმონის კრემით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.06, 2024 წელი

გემრიელი კექსის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 კვერცხი, 170 გრამი შაქარი
🔸 90 გრამი ზეთი
🔸 200 გრამი სტაფილო
🔸 100 გრამი ქიშმიში
🔸 1 ცალი ფორთოხლის ცედრა
🔸 180 გრამი ფქვილი, 2/3 ჩაის კოვზი სოდა
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი
🔸 ცოტა მუსკატის კაკალი
🔸 ვანილი, 120 გრამი არაჟანი
🔸 170 გრამი შესქელებული რძე – კრემისთვის
🔸 ნახევარი ლიმონი.
მომზადების წესი 👩🍳
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. გახეხეთ სტაფილო და ფორთოხლის ცედრა. ფქვილი გაცერით, შეურიეთ დარიჩინი და ცოტა მუსკატის კაკალი. ქიშმიში დაალბეთ თბილ წყალში, გადაწურეთ, მოათავსეთ თასში, მოაყარეთ 1 სადილის კოვზი ფქვილი, შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი, ზეთი და ვანილი. ჩაუმატეთ გახეხილი სტაფილო და აურიეთ. დაუმატეთ სოდაზე დასხმული ლიმონის წვენი, შემდეგ კი – დანარჩენი ფქვილი, მოამზადეთ ცომი. ჩაასხით მრგვალ, ფორმაში და გამოაცხვეთ 190-200 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.
სანამ გაცივდება, მოამზადეთ ლიმონის კრემი – ლიმონის ცედრა გახეხეთ, ძალიან კარგად ათქვიფეთ არაჟანი და შესქელებული რძე. 5 წუთის შემდეგ კი ათქვიფეთ ლიმონის ცედრასთან ერთად.
კრემი ბისკვიტს ლამაზად წაუსვით და მოაყარეთ ფორთოხლის ცუკატები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან