კულინარია

სტაფილო ბაჟეში მანუ მურღულიასგან

№20

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.05

მანუ მურღულიას კერძი
დაკოპირებულია

მანუ მურღულია საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

სასწაული გურმანი ვარ, ძალიან მიყვარს გემრიელი კერძების დაგემოვნება და თავადაც კარგად ვამზადებ. არ ვეკუთვნი იმ გოგონების კატეგორიას, რომ ამბობენ, კვერცხის შეწვა არ ვიციო. რომ მოვინდომო, ყველაფერს მოვამზადებ. სასწაული გამომდის იმერული ტაფის ხაჭაპური და ვინც დააგემოვნა, ეს ყველამ აღნიშნა. თუმცა, რომ გითხრათ ხშირად ვარ სამზარეულოში საჭმელების მომზადებით დაკავებული-მეთქი, მოგატყუებთ. არც დრო მაქვს და თან, კეთებას დაგემოვნება მირჩევნია (იცინის). განსაკურებით მეგრული სამზრეულო მიყვარს. სულ მელანდება და მესიზმრება მეგრული უგემრიელესი კერძები (იცინის). ახლა კი მინდა, შემოგთავაზოთ, უგემრიელესი და იმავდროულად, მარტივი კერძის რეცეპტი – სტაფილო ნიგვზის ბაჟეში.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 კილოგრამი სტაფილო

🔸 200 გრამი ნიგოზი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი

🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი

🔸 1,5 ჩაის კოვზი ზაფრანა

🔸 ცოტა საცივის სუნელი

🔸 1 თავი ხახვი, 1 კონა ქინძი

🔸 1 სადილის კოვზი ძმარი

🔸 მარილი – გემოვნებით და ბროწეულის მარცვლები – ზემოდან მოსაყრელად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ნიგოზი და ნიორი კარგად დააბლენდერეთ, დაასხით ძმარი, დააყარეთ სუნელები და კარგად აურიეთ. მოხარშული სტაფილო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გაწურეთ, დაამატეთ ცოტა ნიგვზიანი მასა. დანარჩენი კი, შეინახეთ. წვრილად დაჭერით ხახვი და ქინძი და დაუმატეთ გატარებულ სტაფილოს. შეაგემეთ მარილით, დააყარეთ ცოტა ბროწეულის მარცვლები, კარგად გადაურიეთ და გააკეთეთ პატარა ბურთები. დანარჩენ დაბლენდერებულ ნიგოზს დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ მარილი და წამოადუღეთ. რომ გაგრილდება, ჩაალაგეთ სტაფილოს ბურთები და ზემოდან მოაყარეთ ბროწეული. ამ სეზონის კერძია, უგემრიელესი, მსუბუქი და თან, ადვილად დასანაყრებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა