სპაგეტი სოკოთი ნაღების სოუსში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.10, 2021 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი სპაგეტი სოკოთი ნაღების სოუსში.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 შეკვრა სპაგეტი
🔸 200 გრამი ქამა სოკო
🔸 30 გრამი მდნარი ყველი
🔸 20 მილილიტრი ნაღები
🔸 1 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი
🔸 1 სუფრის კოვზი ზეთი
🔸 30 გრამი კარაქი, მწვანილი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
მოხარშეთ სპაგეტი მარილწყალში. სოკო დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოხრაკეთ ზეთში და კარაქში, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი. შემდეგ კი შეურიეთ გახეხილი მდნარი ყველი, ჩაუმატეთ ნაღები და შუშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ყველი ბოლომდე არ გადნება. გადმოდგით ცეცხლიდან, მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი, აურიეთ და დაუმატეთ მოხარშულ სპაგეტის. მორთეთ მწვანილით. სურვილისამებრ მოაყარეთ გახეხილი ყველი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან