კულინარია

სპაგეტი-პიცა

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

სპაგეტი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 250 გრამი სპაგეტი

🔸 3 თავი ხახვი

🔸 400 გრამი ძროხის ხორცის ფარში

🔸 ერთი ჭიქა გახეხილი მაგარი ყველი

🔸 2 კვერცხი

🔸 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 250 გრამი ქამა სოკო

🔸 150 გრამი არაჟანი

🔸 1 ცალი მოზრდილი პომიდორი

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 ცოტა ნივრის ფხვნილი

🔸 ცოტა რეჰანი, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

სპაგეტი მოხარშეთ მარილიან მდუღარე წყალში. 2 თავი ხახვი დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად, მოშუშეთ ზეთში და დაუმატეთ ფარში. შემდეგ შეურიეთ ტომატ-პასტა, ნივრის ფხვნილი, რეჰანი, 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი და აურიეთ ძალიან კარგად.

1 თავი ხახვი დაჭერით და დაჭრილ სოკოსთან ერთად მოშუშეთ. შეურიეთ არაჟანი. დარჩენილი სოიის სოუსი. ცოტა რეჰანი. შუშეთ კიდევ 5 წუთი.

სპაგეტის ჯერ შეურიეთ სოკოს სოუსი. დაუმატეთ კვერცხი და ნახევარი ჭიქა გახეხილი ყველი. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში. ზემოდან ერთ ფენად წაუსვით ფარშის ფენა, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და დაფარეთ თხლად დაჭრილი პომიდვრის ნაჭრები. ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა