კულინარია

სპაგეტი ხორცის სოუსით

№19

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.05, 2023 წელი

სპაგეტი ხორცის სოუსით
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ სპაგეტი ხორცის სოუსით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 შეკვრა სპაგეტი

🔸 300 გრამი საქონლის ფარში

🔸 500 გრამი პომიდორი

🔸 1 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი

🔸 1 ჭიქა წითელი ღვინო

🔸 მარილი, პილპილი და დაფქული წითელი წიწაკა – გემოვნებით

🔸 ცოტა გახეხილი ყველი – მოსაყრელად, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი. მოშუშეთ ზეთში. დაამატეთ ფარში, აურიეთ და შუშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ ხორცი სითხეს არ დაიშრობს. დაამატეთ წიწაკა, გახეხილი პომიდორი და კარგად აურიეთ. ორიოდე წუთის შემდეგ დაასხით ღვინო, მოაყარეთ მარილი და პილპილი და შუშეთ კიდევ 10-15 წუთი.

ცალკე მოხარშეთ სპაგეტი და გადაწურეთ. ჩაამატეთ სოუსში და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ თეფშებზე და მოაყარეთ ცოტა გახეხილი ყველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი