კულინარია
სოსისი ხრაშუნა ქერქში
№4
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.02
![სოსისი ხრაშუნა სოსისი ხრაშუნა](/files/2025/02/06/12439/sosisi-khrashuna_w_h.jpeg)
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 ცალი სოსისი
🔸 4 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი
🔸 1 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 1 სადილის კოვზი მდუღარე წყალი
🔸 1 სადილის კოვზი ზეთი
🔸 50 გრამი მაგარი ყველი
🔸 1 კვერცხი
🔸 ცოტა მშრალი აჯიკა,
🔸 შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
კვერცხი ათქვიფეთ ცოტა მარილთან და შვრიის ფანტელთან ერთად, ჩაუმატეთ აჯიკა, პილპილი, ზეთი, გახეხილი ყველი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაასხით მდუღარე და თანდათან შეურიეთ ფქვილი. მოზილეთ თხელი ცომი და მასში სათითაოდ ამოავლეთ სოსისები. შეწვით ძალიან ცხელ ზეთში ყველა მხრიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან