კულინარია
სოსისი კარტოფილით გრილზე
№25
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.07

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 ნაჭერი ლავაში
🔸 4 ცალი მოზრდილი სოსისი
🔸 2 სადილის კოვზი მაიონეზი
🔸 2 სადილის კოვზი ბარბექიუს სოუსი
🔸 200 გრამი კარტოფილის პიურე
🔸 1 ცალი დამწნილებული კიტრი
🔸 სალათის ფოთოლი.
მომზადების წესი 👩🍳
სოსისები წამოაცვით შამფურებზე, შეწვით სწრაფად გრილზე ყველა მხრიდან, ლავაშებს ერთ მხარეს თხელ ფენად წაუსვით კარტოფილის პიურე, ზემოდან დაადეთ თითო სოსისი, გარშემო შემოულაგეთ კიტრის მწნილი, მოასხით მაიონეზი და ბარბექიუს სოუსი. ზემოდან დაადეთ სალათის ფოთოლი, გადაახვიეთ და ცოტა ხნით მოათავსეთ ტოსტერში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან