კულინარია

სოკოსა და კარტოფილის ღვეზელები

№5

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.02

სოკოსა და კარტოფილის
ღვეზელები
დაკოპირებულია

გემრიელი ღვეზელების რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 350 გრამი ფქვილი

🔸 250 მილილიტრი კეფირი

🔸 1 ჩაის კოვზი მარილი

🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი.

შიგთავსი: 500 გრამი ქამა სოკო, 600 გრამი კარტოფილი, 1 კონა ოხრახუში, 1 თავი ხახვი, 5 სადილის კოვზი ზეთი, 100 გრამი კარაქი, მარილი და პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოზილეთ ცომი – ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ მოზრდილ თასში და კარგად აურიეთ, ხელებზე არ უნდა გეწებებოდეთ. შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და გააჩერეთ ერთი საათი მაინც.

შიგთავსისთვის მოამზადეთ ინგრედიენტები: კარტოფილი გათალეთ და მოხარშეთ. სოკო და ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ცოტა ზეთში. კარტოფილი გასრისეთ, შეურიეთ ხახვიანი სოკო, მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.

ცომისგან გააკეთეთ თანაბარი ზომის ბურთულები – 20 ცალი მაინც. სათითაოდ გააბრტყელეთ ნავის ფორმით, წაუსვით კოვზით შიგთავსი (1 სადილის კოვზი), შემოუკეცეთ ნაპირები და დაალაგეთ გამოსაცხობ ტაფაზე. მოათავსეთ აირღუმელში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში. ცხელსვე მოასხით გამდნარი კარაქი და მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული