კულინარია

სოკოსა და ბეკონის რულეტი ნუცა სურგულაძისგან

№17

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.05, 2021 წელი

ნუცა სურგულაძის კერძი
დაკოპირებულია

როცა გურმანი ხარ, გიყვარს კერძებისა და გემრიელი დესერტების მომზადება, თან ხშირად გიწევს სამზარეულოში ტრიალი და ეს შენი პროფესიაცაა, რთულია, გაუძლო ცდუნებას და უარი თქვა საკუთარი ნახე­ლავის დაგემოვნებაზე. ეს ჩემს წონაზეც აისახა. თუმცა, ბოლო ერთი წელია, თავი ხელში ავიყვანე, სწორ კვებას და ვარჯიშს დავუთმე დრო და შედეგიც მივიღე. ზოგადად, სამზარეულო და კერძების მომზადება ჩემი არა მარტო პროფესია, არამედ სუსტი წერტილია. ვცდილობ, ყველა კერძისა თუ დესერტის მომზადებისას ჩემი ემოცია, ხასიათი და განწყობა ჩავაქსოვო. ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს კი ვასწავლი უგემრიელესი და უმარტივესი კარტოფილის, მდნარი ყველის, სოკოსა და ბეკონის რულეტის მომზადებას.

საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი კარტოფილი, 100 გრამი ყველი პარმეზანი, 1 კვერცხი, 150 გრამი ბეკონი, 5 ფირფიტა მდნარი ყველი, 100 გრამი სოკო, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: კანიანად მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და ჩაჭყლიტეთ კვერცხსა და გახეხილ პარმეზანთან ერთად. შეკაზმეთ მარილითა და პილპილით. ცალკე შეწვით სოკო. საცხობ ტაფაზე გაშალეთ ბეკონი, ზემოდან თხლად გადაუსვით მომზადებული პიურე, შემდეგ დაადეთ ყველის ფირფიტები, შემწვარი სოკო, ისევ – კარტოფილის ფენა და ფრთხილად გადაახვიეთ. აცხვეთ 200 გრადუსზე. 20 წუთში მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი