სოკოს წვნიანი მწნილით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.07
გემრიელი სოკოს წვნიანის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 50 გრამი ქამა სოკო
🔸 300 გრამი დაჭრილი მჟავე კომბოსტო
🔸 1 თავი ხახვი
🔸 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 50 გრამი ქერის ბურღული (პერლოვკა)
🔸 150 გრამი მაღალი ხარისხის ძეხვი
🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი
🔸 1 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 1 კონა კამა ან ოხრახუში
🔸 მარილი – გემოვნებით
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი, წყალი.
მომზადების წესი 👩🍳
სოკო დაჭერით მსხვილად. თუ გამომშრალი სოკო გაქვთ, დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ კი გადაწურეთ, ოღონდ ნახარში წყალი არ გადააქციოთ. ქვაბში მოათავსეთ ქერის ბურღული, მოაყარეთ მჟავე კომბოსტო და დაასხით სოკოდან გადაწურული წყალი. ხარშეთ, მაქსიმუმ, 15-20 წუთი. შემდეგ ჩაუმატეთ სოკო და ხარშეთ კიდევ 10 წუთი.
ცალკე ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დაუმატეთ კერძს. შემდეგ შეურიეთ ტომატ-პასტა და ჩაუმატეთ თხელ რგოლებად დაჭრილი ძეხვი. 5 წუთის შემდეგ მოაყარეთ ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი.
ცხელ, მშრალ ტაფაზე დაყარეთ ფქვილი, აურიეთ რამდენჯერმე, დაუმატეთ არაჟანი, დაასხით ცოტა წყალი, გახსენით კარგად და ერთგვაროვან კრემ-მასად რომ იქცევა, ნელ-ნელა შეურიეთ წვნიანში, უყავით მარილი. 15 წუთის შემდეგ წვნიანი მზად არის და შეგიძლიათ, მიირთვათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან