კულინარია

სოკოს წვნიანი ლობიოთი (სამარხვო)

№12

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.03

სოკოს წვნიანი
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 150 გრამი ქამა სოკო

🔸 2 თავი ხახვი, ნიორი

🔸 2 ცალი სტაფილო

🔸 ნიახურის ძირები

🔸 3 ცალი კარტოფილი, 1 ცალი ყაბაყი

🔸 1,5 ქილა დაკონსერვებული ლობიო

🔸 ცოტა დაფქული კორიანდრი

🔸 4 ცალი სურნელოვანი პილპილის მარცვალი

🔸 3 ცალი მიხაკი, მწვანილი

🔸 1 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

წვნიანის მოსამზადებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც წყალი, ისე კუბიკის ბულიონი. მოამზადეთ ბოსტნეული – 1 თავი ხახვი, სტაფილო და ნიახურის ძირები მსხვილად დაჭერით და ოდნავ მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით 2 ლიტრამდე წყალი, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი, ხარშეთ 40 წუთი. დაუმატეთ სუნელები, კიდევ 5 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე და გამორთეთ. გადაწურეთ და ბოსტნეული გადაყარეთ. დანარჩენი ბოსტნეული და სოკო გაასუფთავეთ, გახეხეთ ან წვრილად დაჭერით. დაკონსერვებული ლობიო გადაწურეთ – 500 გრამი უნდა იყოს. ტაფაზე გააცხელეთ 1 სადილის კოვზი ზეთი, მოშუშეთ მასში ნიორი და ხახვი, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და ყაბაყი და რამდენჯერმე აურიეთ. ცალკე ტაფაზე მოშუშეთ ფირფიტებად დაჭრილი სოკო და ლანგარზე გადმოიღეთ. ამავე ტაფაზე კი დაასხით ზეთი და მოშუშეთ მასში სტაფილო. ბულიონიში ჩაყარეთ კარტოფილი, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5-10 წუთის განმავლობაში, ჩაყარეთ მასში ბოსტნეული, ლობიო, სოკო და ხარშეთ კიდევ 5-7 წუთი. ჩაუმატეთ მარილი, პილპილი. ამოურიეთ და მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული