კულინარია

სოკოს წვნიანი ბადრიჯნით (სამარხვო)

№15

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.04

სოკოს წვნიანი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 100 გრამი (ნახევარი ჭიქა) ქერის ბურღული („პერლოვკა“)

🔸 200 გრამი ქამა სოკო

🔸 70 გრამი გამომშრალი ბადრიჯანი

🔸 3 ცალი კარტოფილი

🔸 2,5 ლიტრი წყალი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 ზეთი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 სამი სადილის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 ოხრახუში

🔸 მარილი

🔸 1 ცალი დაფნის ფოთოლი, შავი პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქერის ბურღული საღამოს დაალბეთ ცივ წყალში, დილით გადაწურეთ, შემდეგ კი მოხარშეთ. მშრალი ბადრიჯანი 20 წუთით დაალბეთ წყალში, შემდეგ გადაწურეთ. კარტოფილი დაჭერით მომცრო კუბიკებად, სტაფილო გახეხეთ. სოკო (უმჯობესია, იყოს წვრილი და დაკონსერვებული) გადაწურეთ და დაბრაწეთ ზეთში ძალიან კარგად. დაამატეთ ბადრიჯანი და ერთად შეწვით. ხახვი მოხრაკეთ, დაუმატეთ სტაფილო და ერთად მოშუშეთ. დაუმატეთ სამი სადილის კოვზი ტომატ-პასტა და კარგად აურიეთ. 5 წუთის შემდეგ დაასხით წყალი, ჩაუმატეთ ქერის ბურღული, კარტოფილი და მოხარშვას რომ ცოტა დააკლდება, დაუმატეთ მოშუშული ბადრიჯანი, სოკო, დაფნის ფოთოლი, გასრესილი ნიორი და ხარშეთ 10 წუთი, სულ ბოლოს მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში, პილპილი, აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა