სოკოს თბილი სალათა მაკარონით (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.12, 2021 წელი

სამარხვო სოკოს სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 150 გრამი ბრტყელი მაკარონი
🔸 150 გრამი ქამა სოკო
🔸 100 გრამი დაკონსერვებული სიმინდი
🔸 20 გრამი ხახვი
🔸 40 გრამი სტაფილო
🔸 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ტკბილი წიწაკა
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი, ნახევარი კონა ოხრახუში
🔸 1 კბილი ნიორი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ქამა სოკო გაარჩიეთ და დაჭერით თხელ ფირფიტებად. მოაყარეთ თხელ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი და მოასხით სოიის სოუსი. 10 წუთის შემდეგ სოკო ცალკე ამოიღეთ და შებრაწეთ 2 სადილის კოვზ ზეთში. სტაფილო გახეხეთ და მოაყარეთ სოკოს. ურიეთ სოკოს დარბილებამდე. შემდეგ მოაყარეთ სიმინდი. დაუმატეთ მარილი, ტკბილი წიწაკა და აურიეთ. სულ ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, გასრესილი ნიორი და აურიეთ.
მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში. გადაწურეთ, მოასხით ორი სადილის კოვზი ზეთი, მოაყარეთ ტკბილი წითელი წიწაკა და აურიეთ. მაკარონი მოათავსეთ მოზრდილ ლანგარზე. მოამრგვალეთ. გაუკეთეთ ჩაღმავება და ზემოდან დაადეთ სოკოს თბილი სალათა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან