კულინარია

სოკოს სუპი ბადრიჯნით (სამარხვო)

№49

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.12, 2022 წელი

სოკოს სუპი ბადრიჯნით
დაკოპირებულია

სამარხვო წვნიანის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 სამი მუჭი ბრინჯი

🔸 ნახევარი ბადრიჯანი

🔸 ნახევარი ყაბაყი

🔸ნახევარი თავი თეთრი ხახვი

🔸1 ცალი სტაფილო

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 1 ძირი მსხვილი ნიახური

🔸70 გრამი წვრილი

🔸 მწვანე ლობიო – დაკონსერვებული

🔸 10 ცალი ქამა სოკო

🔸 ნახევარი ბულგარული წიწაკა

🔸 1 ცალი ჩილი

🔸100 გრამი სოიის სოუსი

🔸 3 სადილის კოვზი ძმარი

🔸 1 ჩაის კოვზი შაქარი

🔸 1 კბილი ნიორი, ცოტა იმბირი

🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ცოტა კუნჯუთის ზეთი

🔸 მწვანილი – მოსართავად, მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბოსტნეული გარეცხეთ და გაასუფთავეთ. ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, სტაფილო – ძალიან წვრილ ჩხირებად. მოშუშეთ ერთად ზეითუნის ზეთში. ჩაუმატეთ ნიორიც. დაჭერით მომცრო კუბიკებად ბულგარული წიწაკა და ნიახური, ყაბაყი და ბადრიჯანი კი – წვრილ ჩხირებად. ჩაუმატეთ ხახვს და სტაფილოს და აურიეთ ძალიან კარგად. ლობიო გადაწურეთ, დაჭერით წვრილად და შეურიეთ ბოსტნეულს. დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი ქამა სოკო. მოასხით სახეხზე გახეხილი პომიდორი და კარგად აურიეთ. ყველაფერი სწრაფად გააკეთეთ, რომ ბოსტნეული ძალიან არ დარბილდეს.

მოხარშეთ ბრინჯი. დაუმატეთ ბოსტნეული და ფრთხილად აურიეთ. ჩაუმატეთ ძმარი, ჩილი, იმბირი, სოიის სოუსი, კუნჯუთის ზეთი, ცოტა შაქარი და ცოტა მარილი. გადმოდგით და მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი მწვანილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი