კულინარია

სოკოს სალათა (სამარხვო)

№34

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.08, 2022 წელი

სოკოს სალათა
დაკოპირებულია

სოკოს სამარხვო სალათის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ქა­მა სოკო

🔸 1 კონა ოხ­რა­ხუში

🔸 1 სადილის კოვზი მარილი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი წიწაკა ჩილი

🔸 70 მილილიტრი ზეითუნის ზეთი

🔸 10 მილილიტრი ვაშლის ძმარი

🔸 1 სადილის კო­ვზი თაფლი (ან შაქარი)

🔸 1 თავი ხახვი

🔸 5 კბილი ნიორი

🔸 2 ცალი ბულგარული წიწაკა.

მომზადების წესი 👩‍🍳

სოკოს დაასხით მდუ­ღარე. ცოტა ხანი გააჩერეთ მასში. შემდეგ კი დაწურეთ. წვრილად დაჭერით ხახვი და ბულგარული. ნიორი დააქუცმაცეთ. ერ­თმანეთს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, თაფლი, ძმა­რი, წიწაკა ჩილი, ცოტა მარილი და მო­ასხით ეს სოუსი თასში მოთავსებულ ბოსტნეულს, აურიეთ, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა