სოკოს სალათა პომიდვრით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.12, 2021 წელი

სოკოს სალათის გემრიელი რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 200 გრამი პომიდორი
🔸 400 გრამი სოკო
🔸 2 კბილი ნიორი, ნახევარი კონა მწვანე ხახვი, 1 თავი წითელი ხახვი
🔸 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 1 კონა ოხრახუში, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
დაჭერით სოკო, ხახვი, მწვანე ხახვი, ნიორი და პომიდორი. ტაფაში გააცხელეთ ზეთი და მასში მოშუშეთ ხახვი და ნიორი. შემდეგ დაამატეთ სოკო და განაგრძეთ მოშუშვა. რამდენიმე წუთში შეურიეთ პომიდორი და მოშუშეთ კიდევ რამდენიმე წუთი, ისე, რომ ზედმეტი სითხე აორთქლდეს და კერძი ძალიან წვნიანი არ იყოს. ბოლოს დაამატეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან