კულინარია

სოკოს პელმენი კარტოფილის ცომში (სამარხვო)

№9

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.03

სოოს პელმენი კარტოფილის
ცომში
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 4 ცალი კარტოფილი

🔸 250 გრამი ფქვილი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 400 გრამი სოკო

🔸 4 ჩაის კოვზი სოიის სოუსი

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 1 ცალი ბადრიჯანი

🔸 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 1 ჭიქა წყალი

🔸 მშრალი რეჰანი, ნიორი, მარილი, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კარტოფილი მოხარშეთ, დაჭერით და ცოტა ნახარშთან ერთად დააბლენდერეთ. მიღებულ პიურეში შეურიეთ ფქვილი, მოაყარეთ ცოტა მარილი და მოზილეთ, რომ ელასტიკური ცომი მიიღოთ. მოათავსეთ თასში და დატოვეთ, სანამ შიგთავსი მომზადდება. წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში მოშუშეთ. შეურიეთ დაჭრილი სოკო და განაგრძეთ მოშუშვა. შეურიეთ სოიის სოუსი, აურიეთ და გააცივეთ. ცომი გააბრტყელეთ, მოათავსეთ მასზე შიგთავსი და გადაახვიეთ, როგორც რულეტი; შემდეგ დაჭერით და ჩაალაგეთ გამოსაცხობ ტაფაში, ისე, რომ შიგთავსი ზემოდან მოექცეს, პომიდორი და ბადრიჯანი ბრტყლად დაჭერით და ზემოდან წრიულად მოალაგეთ.

მოამზადეთ სოუსი: წყალში შეურიეთ ტომატ-პასტა, შემდეგ რეჰანი, სოიის სოუსი, გასრესილი ნიორი და მარილი. კარგად აურიეთ და მოასხით თქვენს კერძს. ფორმას დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ. 40 წუთში მზად იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა