სოკოს, ყველის, ლორისა და ბოსტნეულის საზაფხულო სალათა
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.06, 2022 წელი

სოკოს, ყველის, ლორისა და ბოსტნეულის საზაფხულო სალათის რეცეპტი „თბილისელებისგან“.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 100 გრამი მაგარი ყველი
🔸 2 კვერცხი, 100 გრამი ლორი
🔸 100 გრამი ქამა სოკო
🔸 1 თავი ხახვი
🔸 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
🔸 1 ცალი კიტრი, 2 ცალი პომიდორი
🔸 1 კონა ოხრახუში
🔸 1 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი, 1 სადილის კოვზი ძმარი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, 2 ცალი დაფნის ფოთოლი.
მომზადების წესი 👩🍳
სოკო წამოადუღეთ 5 წუთის განმავლობაში დაფნის ფოთლებთან და 1 სადილის კოვზ ძმართან ერთად. ბულგარული გამოაცხვეთ ღუმელში. კუბებად დაჭერით პომიდორი და კიტრი, მოაყარეთ ხახვი, გრძელ ნაჭრებად დაჭრილი ბულგარული, მწვანილი და სოკო. დაუმატეთ საშუალო ზომის წვრილად დაჭრილი ლორი, მოაყარეთ პილპილი და კარგად გადაურიეთ. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და მორთეთ 4 ნაწილად გაჭრილი კვერცხით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან