კულინარია

სოკო ნაღებში

№8

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.03

სოკო ნაღებში
დაკოპირებულია

სოკოს გემრიელი კერძი ნაღებით👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი ქამა სოკო

🔸 2 სადილის კოვზი გამდნარი კარაქი

🔸 150 გრამი ხახვი

🔸 200 მილილიტრი ნაღები

🔸 2 ჩაის კოვზი ფქვილი

🔸 3 კვერცხი

🔸 მარილი, შავი პილპილი

🔸 6 ძირი მწვანე ხახვი.

მომზადების წესი 👩‍🍳

გამდნარ და გაცხელებულ კარაქში მოშუშეთ მსხვილად დაჭრილი სოკო. ათი წუთის შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და რამდენჯერმე აურიეთ. მოასხით ფქვილშერეული და კარგად ათქვეფილი ნაღები, კიდევ აურიეთ და განაგრძეთ მოშუშვა. ბოლოს ტაფაშივე მოაყარეთ მაგრად მოხარშული და დაჭრილი კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ცოტა მარილი, შავი პილპილი და აურიეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა