კულინარია

სოკო ყველითა და ნივრით კახა კუხიანიძისგან

№24

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.06

კახა კუხიანიძის კერძი
დაკოპირებულია

კახა კუხიანიძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელი კერძების დაგემოვნება და გემოს გარდა, დიდ ყურადღებას ვაქცევ მის ვიზუალურ მხარეს. მარტო ვცხოვრობ და ამიტომ ხშირად მიწევს კერძების კეთება, სხვადასხვა გემოების შეხამება და ვისაც ჩემი მომზადებული გაუსინჯავს, დამეთანხმება, კარგად გამომდის. არც ექსპერიმენტებს ვუშინდები. გასინჯვის გარეშე, სუნით ვხვდები, კერძს რომელი სანელებელი აკლია. ჟურნალ „თბილისელების“ ერთგულ მკითხველს მინდა, შევთავაზო უგემრიელესი და უმარტივესი კერძის – სოკოს ნივრითა და ყველით მომზადების რეცეპტი, რომელსაც საკმაოდ ცოტა ინგრედიენტი სჭირდება და ბიუჯეტური და იმავდროულად, უცხო გემოს მქონე, გემრიელი კერძია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ქამა სოკო

🔸 2 სადილის კოვზი კარაქი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 1 კონა ქინძი

🔸150 გრამი გახეხილი ყველი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

სოკო გაარჩიეთ, კარგად გარეცხეთ, შეამშრალეთ და კარაქში დაბრაწეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიორი. გადაიტანეთ ლანგარზე და ზემოდან მოახეხეთ ყველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა