სოკო ბულგარული წიწაკით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.10, 2021 წელი
„თბილისელები“ გასწავლით როგორ მოამზადოთ უგემრიელესი სოკო ბულგარული წიწაკით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 200 გრამი დაჭრილი სოკო
🔸 7 კბილი ნიორი
🔸 1 სუფრის კოვზი შაქარი
🔸 1 სუფრის კოვზი მარილი
🔸 7 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
🔸 2 სუფრის კოვზი ზეთი
🔸 1 თავი დაჭრილი ხახვი, 1 კონა ქინძი.
მომზადების წესი 👩🍳
დააბლენდერეთ ბულგარული წიწაკა, ნიორი, მარილი და შაქარი. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ცხიმი და მოშუშეთ დაბლენდერებული მასა 3-4 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ხახვი და გააჩერეთ ცეცხლზე რამდენიმე წუთი. ამის შემდეგ, დაუმატეთ სოკო და კარგად მოშუშეთ. ბოლოს დაუმატეთ მარილი და დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან