კულინარია

სო­კო კა­რ­ტ­ო­ფ­ი­ლ­ით, მჟა­ვე კი­ტ­რ­ი­თა და ბუ­ლ­გ­ა­რ­უ­ლი წი­წ­ა­კ­ით სა­ლ­ო­მე გო­გ­ი­ა­შ­ვ­ი­ლ­ი­ს­გ­ან

№6

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.02, 2021 წელი

სალომე გოგიაშვილის კერძი
დაკოპირებულია

შე­ს­ა­ძ­ლ­ოა, ვინც არ მი­ც­ნ­ო­ბს არ იც­ის, რომ კე­რ­ძ­ე­ბს სა­კ­მ­ა­ოდ კა­რ­გ­ად ვა­მ­ზ­ა­დ­ებ და გე­მ­რ­ი­ე­ლ­იც გა­მ­ო­მ­დ­ის. ვცდი­ლ­ობ, მზა­დ­ე­ბ­ის პრო­ც­ე­ს­ში მთე­ლი ჩე­მი ენ­ე­რ­გ­ია და და­დ­ე­ბ­ი­თი გა­ნ­წ­ყ­ო­ბა ჩა­ვ­დო და ეს ნა­მ­დ­ვ­ი­ლ­ად იგ­რ­ძ­ნ­ო­ბა კე­რ­ძ­ი­სა თუ ტკბი­ლ­ე­უ­ლ­ის და­გ­ე­მ­ო­ვ­ნ­ე­ბ­ი­ს­ას. სხვა­თა შო­რ­ის, ოჯ­ა­ხ­ის წე­ვ­რ­ე­ბ­სა და მე­გ­ო­ბ­რ­ე­ბს, ძა­ლ­ი­ან მო­სწ­ო­ნთ ჩე­მი ნა­ხ­ე­ლ­ა­ვი. თა­ვ­ა­დ­აც გუ­რ­მ­ა­ნი ვარ და ვცდი­ლ­ობ, სხვა­დ­ა­ს­ხ­ვა ინ­ტ­ე­რ­პ­რ­ე­ტ­ა­ც­ი­ი­თა და პრო­დ­უ­ქ­ტ­ე­ბ­ის გე­მ­ო­ე­ბ­ის შე­ხ­ა­მ­ე­ბ­ით შე­ვ­ქ­მ­ნა ესა თუ ის კუ­ლ­ი­ნ­ა­რ­ი­უ­ლი შე­დ­ე­ვ­რი. ჟუ­რ­ნ­ალ „თბი­ლ­ი­ს­ე­ლ­ე­ბ­ის“ მკი­თ­ხ­ვ­ე­ლს კი გა­ვ­უ­ზ­ი­ა­რ­ებ სო­კ­ოს ორ­ი­გ­ი­ნ­ა­ლ­უ­რ­ად მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­ის რე­ც­ე­პ­ტს, რო­მ­ე­ლ­იც სა­მ­ა­რ­ხ­ვო კე­რ­ძ­ია და მსუ­ბ­უ­ქ­ად და­ს­ა­ნ­ა­ყ­რ­ე­ბ­ე­ლი.

სა­ჭ­ი­რო ინ­გ­რ­ე­დ­ი­ე­ნ­ტ­ე­ბი: 1 კი­ლ­ო­გ­რ­ა­მი ქა­მა სო­კო, 1 კი­ლ­ო­გ­რ­ა­მი კა­რ­ტ­ო­ფ­ი­ლი, 3 ცა­ლი წი­თ­ე­ლი ბუ­ლ­გ­ა­რ­უ­ლი წი­წ­ა­კა, 1 თა­ვი ხა­ხ­ვი, 1 კო­ნა ქი­ნ­ძი, 1 კო­ნა კა­მა, 2 ცა­ლი მჟა­ვე კი­ტ­რი, მა­რ­ი­ლი და წი­წ­ა­კა – გე­მ­ო­ვ­ნ­ე­ბ­ით, ზეთი.
მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­ის წე­სი: და­ჭ­ე­რ­ით კა­რ­ტ­ო­ფ­ი­ლი გრძლად და ცხი­მ­ში შე­წ­ვ­ით.
წვრი­ლ­ად და­ჭ­ე­რ­ით სო­კო, ბუ­ლ­გ­ა­რ­უ­ლი წი­წ­ა­კა, ხა­ხ­ვი, მჟა­ვე კი­ტ­რი და მწვა­ნ­ი­ლი.
ჯერ სო­კო მო­შ­უ­შ­ეთ ტა­ფ­ა­ზე, შე­მ­დ­ეგ ეტ­ა­პ­ო­ბ­რ­ი­ვ­ად ბუ­ლ­გ­ა­რ­უ­ლი წი­წ­ა­კა და ხა­ხ­ვ­იც და­უ­მ­ა­ტ­ეთ. ბო­ლ­ოს მო­ა­ყ­ა­რ­ეთ მწვა­ნ­ი­ლი, წი­წ­ა­კა, მა­რ­ი­ლი და ამ­ო­უ­რ­ი­ეთ.
კა­რ­ტ­ო­ფ­ი­ლი გა­დ­ა­ი­ტ­ა­ნ­ეთ თე­ფ­შ­ზე და შუ­ა­ში მო­ა­თ­ა­ვ­ს­ეთ მო­შ­უ­შ­უ­ლი ბო­ს­ტ­ნ­ე­უ­ლი, ზე­მ­ო­დ­ან კი და­ჭ­რ­ი­ლი მჟა­ვე კი­ტ­რი მო­ა­ყ­ა­რ­ეთ. უმ­ჯ­ო­ბ­ე­ს­ია, ეს კე­რ­ძი მო­მ­ზ­ა­დ­დ­ეს კე­ც­ზე, თუ­მ­ცა ტა­ფ­ა­ზ­ეც გე­მ­რ­ი­ე­ლი გა­მ­ო­დ­ის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა