კულინარია

შვრიის ორცხობილები შოკოლადით

№29

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.07

შვრიის ორცხობილები
დაკოპირებულია

გემრიელი ორცხობილების რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 200 გრამი შაქარი

🔸 1 კვერცხი, კარაქი

🔸 2 ჩაის კოვზი ვანილი

🔸 140 გრამი შვრიის ფანტელი

🔸 125 გრამი ფქვილი

🔸 1,5 ჩაის კოვზი დარიჩინი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი

🔸 ცოტა მარილი

🔸 80 გრამი ზემოდან მოსაყრელი ტკბილი მარციპანის ჩხირები

🔸 შოკოლადის ბურთულები.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოათავსეთ მიქსერში დარბილებული კარაქი და შაქარი და საშუალო სიჩქარით ერთმანეთში აურიეთ. დაუმატეთ კვერცხი, ვანილი და სწრაფად აურიეთ. თანდათან შეურიეთ შვრიის ფანტელი, ფქვილი და დარიჩინი, შემდეგ გამაფხვიერებელი და მარილი, აურიეთ კარგად. გადმოიღეთ, კარგად აზილეთ, მოაყარეთ ცოტა შოკოლადის ბურთულები და ისევ აურიეთ. მოათავსეთ ცომი მაცივარში 30 წუთით. გააცხელეთ ღუმელი 160 გრადუსზე, შემდეგ ცომი დესერტის კოვზით დადეთ გამოსაცხობ ტაფაზე, ოდნავ დატკეპნეთ, გამოაცხვეთ 10 -15 წუთის განმავლობაში და გამოიღეთ. თუ გსურთ, თბილსვე მოაყარეთ მარციპანის ჩხირები ან მოასხით შოკოლადის გლაზური.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა