კულინარია
შოკოლადისა და თხილეულის დესერტი ცხობის გარეშე
№9
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.03

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ შოკოლადისა და თხილეულის დესერტი ცხობის გარეშე.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ფილა შავი შოკოლადი
🔸 150 მილილიტრი ნაღები
🔸 1 შეკვრა ფხვიერი ნამცხვარი („პეჩენია“)
🔸 ერთმანეთში არეული ერთი მუჭა თხილი
🔸 ნუში
🔸 ნიგოზი და არაქისი.
მომზადების წესი 👩🍳
შოკოლადს დაასხით ცხელი ნაღები და კარგად მოურიეთ, სანამ მთლიანად არ გადნება. ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, გადაიტანეთ მასში დატეხილი „პეჩენიები“ და ერთმანეთში არეული, დაჭრილი თხილი, ნუში, ნიგოზი და არაქისი. ზემოდან თანაბრად მოასხით შოკოლადი, მოათავსეთ მაცივარში და დაელოდეთ გამაგრდეს. მზა დესერტი ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით ულუფებად.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან