კულინარია

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი

№52

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.12, 2020 წელი

შოკოლადის და ფორთოხლის
ტორტი
დაკოპირებულია

  საჭირო ინგრედიენტები:  200 გრამი დანაყილი ნიგოზი, 150 გრამი შაქარი, 35 გრამი კაკაო, 6 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 200 მილილიტრი ნაღები, 3 ცალი ფორთოხალი, 200 გრამი შავი შოკოლადი, ვანილი. 

   მომზადების წესი: ფორთოხალს დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში. წყალი გადაღვარეთ. დაასხით ახალი წყალი და კიდევ 30 წუთი ხარშეთ. გადაწურეთ და კანიანად დააბლენდერეთ. მიქსერით კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. თითო-თითო კოვზით ჩაუმატეთ ნიგოზი და ათქვიფეთ. მოაყარეთ სოდა, ცომის გამაფხვიერებელი და ვანილი, დაუმატეთ კაკაო. ათქვიფეთ ისევ მიქსერით. შემდეგ შეურიეთ ფორთოხლის ფაფა. აურიეთ. 26 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 150 გრადუსზე, ერთი საათის განმავლობაში. მზა ტორტი გააგრილეთ ფორმაში. პატარა ჯამში გააცხელეთ ნაღები და ცხელში ჩაუმატეთ შოკოლადი. გადმოდგით და ურიეთ სანამ შოკოლადი არ გადნება. ჯერ ისევ თბილ ტორტს წაუსვით შოკოლადის მუსი. ტორტი მოათავსეთ მაცივარში. ბოლოს მორთეთ გახეხილი შოკოლადით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი