შოკოლადისა და ბანანის ცივი დესერტი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.07, 2022 წელი

შოკოლადისა და ბანანის ცივი დესერტის რეცეპტი „თბილისელებისგან“.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 40 მილილიტრი წყალი
🔸 10 გრამი ჟელატინი
🔸 4 სადილის კოვზი კაკაო
🔸 1 ცალი ბანანი
🔸 300 მილილიტრი 2,5-პროცენტიანი რძე
🔸 2 სადილის კოვზი თაფლი.
მომზადების წესი 👩🍳
ჟელატინი დაალბეთ წყალში 10-15 წუთის განმავლობაში. ბანანი დაჭერით, დაუმატეთ კაკაო, რძე და თაფლი. კარგად დააბლენდერეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ გამდნარი ჟელატინი (ჟელატინის გადნობა მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე შეგიძლიათ). გადაანაწილეთ ჭიქებში და მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან