კულინარია

შოკოლადისა და ბანანის საზაფხულო ცივი დესერტ-სუფლე ხატია წერეთლისგან

№31

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 11.08

ხატია წერეთლის კერძი
დაკოპირებულია

ხატია წერეთელი საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

სამზარეულოში ყოფნა და კერძების მზადება ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი განტვირთვის საშუალებაა. გურმანი საერთოდ არ ვარ, თუმცა მომზადება მიყვარს და ძალიან მსიამოვნებს, ჩემი მომზადებული რომ მოსწონთ და გემრიელად მიირთმევენ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც ხშირად მსტუმრობენ. საკვების შეზღუდვებს არ ვიწესებ, ყველაფერს მცირე ულუფებით მივირთმევ. მიყვარს ცოცხალი სალათები და ბოსტნეულის წვნიანები. ასევე, მსუბუქი დესერტები. ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს შევთავაზებ ამ სეზონისთვის შესაფერის, ნაყინის შემცვლელ უგემრიელეს სუფლეს, რომელიც ყველას გამოგივათ. ცივი დესერტია და თან, ძალიან გემრიელი.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი

🔸 40 მილილიტრი წყალი

🔸 10 გრამი ჟელატინი

🔸1 ცალი ბანანი

🔸 300 მილილიტრი 2,5-პროცენტიანი რძე და 2 სადილის კოვზი კაკაო.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჟელატინს დაასხით წყალი და დაალბეთ 10-15 წუთის განმავლობაში. ბანანი დაჭერით, დაუმატეთ კაკაო, რძე და თაფლი. კარგად დააბლენდერეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ გამდნარი ჟელატინი (ჟელატინის გადნობა მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე შეგიძლიათ), ნაზად გადაურიეთ, გადაანაწილეთ ჭიქებში და მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა